თანამედროვე სამყაროში ვიდეოს არსებობამ და ხელმისაწვდომობამ შესაძლებელი გახადა თხრობის გამარტივება, მოკლე დროში სწორი აქცენტების ხაზგასმა და ადამიანებამდე მნიშვნელოვანი მესიჯების მიტანა, რაც პირდაპირ კავშირშია კომპანიის ცნობადობასთან.
სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, ვიდეოს აქვს თვისება ემოციურად დააკავშიროს ადამიანი ამა თუ იმ შეთავაზებულ პროდუქტთან. ვიდეო ქმნის ურთიერთობასა და ძლიერ კავშირს.
ამ და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე ჩვენი გამოცდილება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე გვაძლევს იმის უფლებას, რომ Sunlight Production-მა პარტნიორ კომპანიებს შესთავაზოს მრავალფეროვანი შესაძლებლობა, სადაც დამკვეთს საშუალება ექნება აირჩიოს კომპანიის განვითარებისათვის რელევანტური გზა, ან თხრობის ხერხი, რაც მოიცავს როგორც სარეკლამო რგოლსა და დოკუმენტურ ფილმს, ასევე კორპორაციულსა და ანიმაციურ ფილმს.